четверг, 30 апреля 2009 г.

ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა ვთქვათ აბორტზე უარი

აბორტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიხედვით განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდი სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ (ე.ი. დაისაჯონ, დ.ჩ.) „კანონითა კაცისმკლველთაითა“. ეს, სხვათაშორის, დიდი სჯულისკანონის არაერთ ნორმაშია მითითებული. წმიდა წერილიდან ირკვევა, რომ ბავშვს სული ეძლევა ჩასახვისთანავე. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ბიბლიაში მოხსენებულ მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს და სხვა წმინდანებს სახელი ჩასახვისთანავე ეძლეოდათ, როგორც ცოცხალ არსებებს. ეკლესია ცალკე აღნიშნავს წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღეს (6 ოქტ. ახ. სტილით). წმ. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან“. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ ეკლესია ჩასახულ ბავშვს აღიქვამს ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც აქვს სული, ბოძებული ღმრთისაგან და არის ცოცხალი არსება. მცირე კურთხევანში არსებობს საგანგებო ლოცვა იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა ნაადრევად შეწყდება (ცხადია, ბუნებრივად). ამ ლოცვის საკითხავები სინანულის შემცველია. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან შვილიერება ღმრთის წყალობად ითვლებოდა და ითვლება როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ეკლესიაში. ამიტომაც ღმრთის წყალობის განშორება, ცხადია, სამწუხარო იყო ყოველი მორწმუნისათვის. წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში (2;14), რომ დედაკაცნი ცხონდებიან „შვილთსხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“.

ინფორმაცია მოძიებულია შემდეგ ინტ. მისამართზე: http://www.patriarchate.ge/?action=text/samartali14

ეკლესია აბორტის წინააღმდეგ


კაცობრიობა ომში ჩაება საკუთარი შთამომავლობის წინააღმეგ, დაუნდობლად კლავს თავის შვილებს. ამ მკვლელობას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება. ეს ცოდვა უმძიმეს ტვირთად აწვება ადამიანს, ოჯახს, მთელ ერს. ამ და სხვა ცოდვების გამოა, ზოგჯერ გაუსაძლისი რომ ხდება ჩვენი ყოფა. თუ არ შევაჩერებთ ყრმათა კვლას, უფალი არ შეაჩერებს იმ განსაცდელებს, ჩვენს ერს რომ განუწყვეტლივ ატყდება თავს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. არ შეიძლება, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ღვთის წყალობის იმედი ჰქონდეს, თუკი თავისი შვილების ხოცვას არ შეწყვეტს.
ვისაც ეს ცოდვა ჩაუდენია - მხურვალედ მოინანიოს, ვინც აპირებს - შეჩერდეს, თითოეულმა კი ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხმა აბორტის დამღუპველობის შესახებ ყველას მივაწვდინოთ.
საპატრიარქოს პრესცენტრი

აბორტი რთულია!


შეიძელბა ითქვას, რომ აბორტი ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით მკვლელობა. ჩანასახი იგივე ცოცხალი არსებაა რომელსაც უფლება მიეცა იარსებოს, ჩვენ კი მას ვართმევთ ამ შესაძლებლობას. ადამიანები იშვიათად ვფიქრდებით თუ რამდენად ადვილია თავიდან ავიცილოთ ეს ,,პრობლემა" თუ შემთხვევა. იქნებ დროა ყველამ ერთად ვიფიქროთ, რომ არსებობს ბევრი გზა აბორტის თავიდან აცილებისათვის ... ნუ ჩავიგდებთ თავს ამ მდგომარეობაში. ეს მარტივია, ხოლო აბორტი რთულია! როგორც პროცედურულად, ასევე დანაშაულევრივი თვასაზრისით.