სისხლდენანაყოფი საშვილოსნოს კედელზე პლაცენტითაა მიმაგრებული და მისი იძულებით აგლეჯა იწვევს საკმაოდ ძლიერ სისხლდენას, რაც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. სისხლდენა აბორტის შემდეგ არის ნიშანი სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილებისა ან საშვილოსნოში წარმოქმნილი ჭრილობისა. ამიტომ ასეთი სისხლდენა საშინაო პირობებში არ შეიძლება შეჩერდეს, საჭიროა ექოკონტროლი და ექიმის კონსულტაცია. საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტიემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება ზედაპირული ჭრილობა, ხოლო სისხლი საუკეთესო არეა მიკრობთა გამრავლებისათვის. ამიტომ აბორტის ყველაზე უფრო ხშირი და სახიფათო გართულება არის ინფექცია და საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტი. ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული. არ არის გამორიცხული სეფსისის განვითარებაც. რა თქმა უნდა სეფსისი შედარებით იშვიათია, მაგრამ ქრონიკული ენდომეტრიტი პრაქტიკულად 100%–ით გაქვთ გარანტირებული. ობიექტურად ჩივილები საერთოდაც რომ არ გქონდეთ (ტემპერატურა, ტკივილი, გამონადენი), ნებისმიერი ჭრილობის შეხორცება მუდამ ანთებაა, ხოლო აბორტის დროს საშვილოსნოში მიკრობები ყოველთვის ხვდებიან საშოდან. როგორი სტერილობაც არ უნდა დაიცვას ექიმმა, თქვენი საშო ხომ არასტერილურია!საშვილოსნოს კედლების არასაკმარისი შეკუმშვა, მისი ყელის ნაადრევი სპაზმი ხელს უწყობს სისხლის დაგროვებას საშვილოსნოში და აძლიერებს ანთებას. ამიტომ სისხლიანი გამონადენის არარსებობა აბორტის შემდეგ, ისევე როგორც ძლიერი გამონადენი, პოტენციურად სახიფათო სიმპტომია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ჰორმონული დარღვევები ორსულობა მისი პირველივე დღიდან არის მთელი ორგანიზმის გადაწყობა – პირველ რიგში მისი მარეგულირებელი სისტემების ნერვული და ჰორმონალური სისტემებისა. ზოგი ჰორმონის სინთეზირება მცირდება, ზოგისაც იზრდება. ყოველივე ეს ხდება კანონზომიერად, ქალის ორგანიზმში ჩადებული გენეტიკური პროგრამის მიხედვით. აბორტი ეს არის მთელი ამ პროცესის მკვეთრი შეწყვეტა, უძლიერესი სტრესი, რომელიც არ შეიძლება ცუდი შედეგის გარეშე დასრულდეს. ეს შედეგები გამოუცნობია – მენსტრუაცია შეიძლება უფრო იშვიათი და ნაკლებად სისხლმდენი გახდეს, ან პირიქით, განვითარდეს საშვილოსნოდან სისხლდენები, ნებისმიერ შემთხვევაში მენსტრუაცია უფრო მტკივნეული ხდება ქრონიკული ენდომეტრიტის გამო. საშვილოსნოსა და საკვერცხეების გარდა აბორტის შედეგად ზიანდება:– ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შეიძლება მისი დაავადების გამწვავებამდე მიგიყვანოთ, თუ ასეთი აბორტამდე გაწუხებდათ,– თირკმელზედა ჯირკვლები (როგორც ყველა სტრესზე), შედეგად შეიძლება მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებამ მოიმატოს თქვენს ორგანიზმში აქედან გამომდინარე კოსმეტიკური შედეგებით და სტრესებისადმი მდგრადობის შემცირებით,– ჰიპოფიზი, რასაც შეუძლია უკლებლივ ყველა სასქესო ჯირკვლის დისფუნქცია გამოიწვიოს და მიგვიყვანოს არა ანთებითი, არამედ ცენტრალური წარმოშობის უშვილობამდე.
უნდა გვახსოვდეს, რომ აბორტისშემდგომი გართულებების ალბათობა და სიმძიმე არ არის დამოკიდებული ორსულობის ვადაზე და არც მის რიგითობაზე (პირველი ორსულობაა თუ არა), არც აბორტის მეთოდზე.

gtxovt datovot komentarebi
ОтветитьУдалить